გიორგი ბოტკოველი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საზიანო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ს პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საზიანო“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის პოლიტიკაში იყო და ყოველთვის აკონტროლებდა ხელისუფლებას.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ცვლის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული ოცნებისთვის იქნება საზიანო. იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც აქამდეც მართავდა ივანიშვილი. ის როდის გავიდა ან როდის შემოვიდა, უცნობია. მისი თაღლითობები, მისი წინა გასვლისას საუბრები ყველას გვაქვს მოსმენილი. იმის ილუზია ნამდვილად არ მექნება, რომ ბიძინა ივანიშვილი როდისმე პოლიტიკაში არ იყო. ის ყოველთვის პოლიტიკაში იყო, ყოველთვის აკონტროლებდა ხელისუფლებას, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ მისი მმართველობა ძალიან კარგად დაინახა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც ერთგული ადამიანი არ ჰყავს.
„ივანიშვილის მართვის სტილი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი „გასვაროს“ და ამ ადამიანებს მისცეს ფულის მოპარვის, წილებში ჩაჯდომის საშუალება, რომ მერე ეს ადამიანები ამით „ეჭიროს“. მას ხომ ერთგული ადამიანი არ ჰყავს. მას ყველა ფულით დამოკიდებული ადამიანი ჰყავს. ზოგადად, ოლიგარქიული არის ისეთი მმართველობა, როდესაც ოლიგარქი ფინანსურად არის დაკავშირებული თავის მიერ დასმულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მხოლოდ ეს ვალდებულებები გააჩნიათ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, მან „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა. გიორგი ბოტკოველს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბიურო ამ საკითხს ობიექტურად შეისწავლის.
„თქვენ გჯერათ, რომ ისინი ან ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეამოწმებენ ან რომელიმე მინისტრის? ეს არის ჩვეულებრივი ფარსი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი პირდაპირი წესით პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის დანიშნული. ეს არ იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეალური რეკომენდაციები. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რომელიც დანიშნულია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორ შეიძლება ვენდოთ იმაში, რომ ის შეამოწმებს პრემიერს ან რომელიმე მინისტრს. ეს არის ალბათ, მათი ე.წ. პიარის ნაწილი“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, მან სარჩევნო პროცესში ექსპრეზიდენტ ს შესაძლო ჩართვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
„ხელისუფლებას რომ არ მოსწონს და ეშინია სააკაშვილის, ეს ხომ ფაქტია. მიხეილ სააკაშვილი იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში. სწორედ მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. კვლევაც ამას აჩვენებს, გამოცდილებაც, საქმეც. თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს, ცდება, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ფიქრობს, რომ რომ სხვა ოპოზიციური ძალის გარეშე უნდა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, ჩვენ ყველამ უნდა დავამარცხოთ. ამ პროცესში მათ მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მას აქვს ამის გამოცდილებაც და მხარდაჭერაც“, – განაცხადა ბოტკოველმა.