-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, -სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-40-50 წლით სურს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას დადასტურდა, რომ უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ექნება.
„მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია