საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და ბიზნესპარტნიორი გახდა.
„ძალიან მიხარია, რომ ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორიც „გრანდ ავენიუა“. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენს შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ჩემი აზრით, „გრანდ ავენიუ“ ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე იფიქრონ მომავალზე. ეს ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რადგან მეც არაერთი ინვესტიცია გამიკეთებია აქტიური სპორტსმენობის დროს.
ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები უკვე იწყებენ მომავალზე ფიქრს და ორმაგად სასიხარულოა, რომ იმ კომპანიაში აკეთებენ ინვესტიციას, სადაც მე ვარ ერთ-ერთი პარტნიორი. ეს მათი პირველი ნაბიჯებია ბიზნესში და მიუთითებს მათ ინტელექტსა და წინდახედულობაზე“ – ამბობს ზაზა ფაჩულია.
არქის გუნდში სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში:„ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა „გრანდ ავენიუს“. თქვენ იცით, რომ ინვესტორები არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზა ფაჩულია არის არქის პარტნიორი. ამ თანავარსკვლავედში ხვიჩას დამატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „გრანდ ავენიუს“ მასშტაბურობას.“ – განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
„Grand Avenue“ არის პროექტი, რომელიც თბილისში, დინამოს სტადიონთან ახლოს, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. აქ უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი, 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36 მეტრიანი შიდა და გარე აუზი – ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.
R
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი – “ტორონტომ” “გოლდენ სტეიტი” ოვერტაიმში დაამარცხა
“ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია” – საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
კიდევ ერთი ქართველი “ნაპოლიში”? – “პარტენოპეი” გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
“ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური “კვარას” დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს” – იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა – ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული




