ს დაეხმარება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში – ტრამპი

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ს აღდგენის პროცესში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთი მათ დაეხმარება. რუსეთს სურს უკრაინის წარმატება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ, მათ შორის ელექტროენერგიის და სხვა რამის მიწოდების კუთხით ძალიან დაბალ ფასებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კარგ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში დასრულდება, ცუდ შემთხვევაში, უფრო დიდხანს, ხოლო თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება.
ს თქმით, ის მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, თუ ეს დაეხმარება შეთანხმებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.
„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ტრამპმა ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და აღნიშნა, რომ თანამშრომლობს უკრაინასთან ელექტროსადგურის გახსნაზე.
„როგორც იცით, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება, დაიწყოს მუშაობა დაუყონებლივ და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრე. პრეზიდენტი პუტინი მუშაობს უკრაინასთან მის გახსნაზე. ის შეიძლება, სწრაფად გაიხსნას. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ს შეხვედრის შესაძლებლობაც.
„ვხედავ, რომ ეს მოხდება შესაბამის დროს. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ეს მოხდეს. მან ძალიან მკაფიოდ მითხრა, მე მჯერა“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძირითადი როლი ევროპას ეკისრება გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თუმცა შეერთებული შტატები ამას მხარს დაუჭერს.
1tv.ge