ჩინეთი ტაივანის გარშემო წვრთნებს იწყებს

ჩინეთის სამხედრო ძალებმა ტაივანის გარშემო წვრთნებისთვის -„სამართლიანობის მისია 2025“ – არმიის, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების და არტილერიის დანაყოფები გადაისროლეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წვრთნების დაწყებამდე 11 დღით ადრე, -მა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ განაცხადა, რამაც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პროტესტი გამოიწვია. უწყებამ განაცხადა, რომ სამხედროები საპასუხოდ ძლიერ ზომებს მიიღებდნენ.
ჩინეთის სამხედრო ძალების ინფორმაციით, წვრთნებისთვის მათ განალაგეს გამანადგურებლები, ბომბდამშენები, უპილოტო საფრენი აპარატები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და მოძრავ სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმაში ივარჯიშებენ.
„ეს (წვრთნები) სერიოზულ გაფრთხილებას წარმოადგენს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალებისა და გარე ჩარევის ძალებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელმა ში იმ.
ტაივანის მთავრობამ დაგმო წვრთნები და ჩინეთს მოუწოდა, „უპასუხისმგებლო პროვოკაციები“ შეწყვიტოს.
ტაივანის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ კუნძულის წყლებთან ჩინეთის სანაპირო დაცვის აქტივობის საპასუხოდ დიდი გემები გაგზავნა და რომ კუნძულის სამხედროებთან თანამშრომლობს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი წვრთნების გავლენა საზღვაო მარშრუტებსა და სათევზაო ზონებზე.
კუნძულის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტაივანის სამხედროები მაღალ მზადყოფნაში არიან და მზად არიან სწრაფი რეაგირების წვრთნების ჩასატარებლად.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების ყველა წევრი დარჩება სრული მზადყოფნის მდგომარეობაში, განახორციელებს კონკრეტულ ზომებს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ.