დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და “დიდ პროგრესს” მიაღწიეს, თუმცა „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, სთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვართ, შესაძლოა ძალიანაც“, – თქვა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“.
ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.
მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება 95%-ს მიუახლოვდეს.
ტრამპის თქმით, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ბედი, რომლის დათმობასაც უკრაინისგან ითხოვს, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
„ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია“. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, – განაცხადა მან.
ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.
„ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ – ასე თუ ისე“, – განუცხადა -ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა