ტრამპის თქმით, ში ომის თაობაზე მოლაპარაკებები “დასკვნით სტადიაზეა”

ფლორიდაში, ამერიკის პრეზიდენტ ს მამულში, მარ-ა-ლაგოში, მიმდინარეობს შეხვედრა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის.
შეხვედრის წინ გაიმართა კითხვა-პასუხის მოკლე სესია, რომლის დროსაც ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც BBC შენიშნავს, -ის პრეზიდენტმა გამოთქვა ბევრი სტანდარტული მოსაზრება, რომლებსაც ის ხშირად იმეორებს. მან თქვა, რომ სა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარება „რთული ამოცანაა“, მაგრამ „არც ისე რთული“, და ოპტიმიზმი გამოხატა იმის თაობაზე, რომ კიევსა და მოსკოვს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სურთ.
მრავალი საკითხი ბუნდოვანი რჩება, მაგრამ ტრამპი და თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია.
უშუალოდ შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ, მისი აზრით, დგება უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი.
წინააღმდეგ შემთხვევაში „ეს დიდხანს გაჭიანურდება“ და მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევსო, დასძინა მან.
ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს სურს საბრძოლო მოქმედებების დასრულება.
თავის მხრივ, -ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მშვიდობას“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის წინა პერიოდში უკრაინისა და აშშ-ის გუნდები მუშაობდნენ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე და ტრამპთან მარ-ა-ლაგოში შეხვედრის მთავარი საკითხი სწორედ ამ გეგმის წინ წაწევა იქნება.
ზელენსკიმ თავი აარიდა ტერიტორიულ დათმობებზე საუბარს. მისი თქმით, ამ საკითხს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ.
ფორუმი