ჰოილუნის ლიდერობით – “ნაპოლიმ” “კრემონეზეს” მოუგო

სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 2:0 დაამარცხა.
დუბლი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით აყვანილმა რასმუს ჰოილუნმა შეასრულა – მან ნეაპოლურ გუნდში ყველა ტურნირზე 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის“ არცერთი ფეხბურთელის ანგარიშზე არაა ამდენი გოლი.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 34 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „მილანს“ 1 ქულით ჩამორჩება და შემდეგ მატჩს 4 იანვარს, რომში „ლაციოსთან“ ჩაატარებს.
„კრემონეზე“ 21 ქულით მეთორმეტე პოზიციაზეა და იმავე დღეს „ფიორენტინას“ ესტუმრება.
დღეს „ინტერი“ ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.
კრემონეზე – ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ჰოილუნი (13), 0:2 ჰოილუნი (45)
“ნაპოლი” აღარ ხუმრობს – მზადაა “რეალის” 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
“ნაპოლი” აღარ ხუმრობს – მზადაა “რეალის” 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის “კრემონეზეში” გადავიდა
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში – “კრემონეზემ” სტუმრად “მილანს” სძლია
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს – ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
“კრემონეზემ” ისევ მოიგო – ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო