სომხეთის ეკონომიკის მინისტრი – უახლოეს მომავალში შესაძლებელია ექსპორტის განხორციელება სომხეთიდან აზერბაიჯანში – საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორკ პაპოიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ახალი იმპორტი ბაქოდან, არამედ სომხური პროდუქციის ექსპორტიც აზერბაიჯანში, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ამჟამად, საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული შეთანხმების შესახებ როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი შეგვატყობინებენ“, – განაცხადა პაპოიანმა.
მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანში ალუმინის, ფოლგის, ხილისა და ბოსტნეულის, ზოგიერთი სახის სასმლის, ასევე სხვადასხვა სახის ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი.