არასტანდარტული მანდარინი დამატებით 2.6 მილიონი ლარით სუბსიდირდება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ.
ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.
აჭარაში ციტრუსის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი.
არასტანდარტული ციტრუსის მმხარდასაჭერად ცალკე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. გამოდის, რომ ჯამური სუბსიდია 6.6 მილიონ ლარს უტოლდება.