უკრაინელებმა სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ს რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს

რუსეთის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„რუსი აგრესორის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, 28 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა სამარის რეგიონში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათი ინფორმაციით, ობიექტის წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7-დან 8,9 მილიონ ტონამდე ნავთობს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგრესორის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში მონაწილეობს.
გენშტაბის ცნობით, ქარხნისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩერნომორსკესთან, ს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმატებით დაარტყა ტერიტორიას, სადაც უეკიპაჟო კატერების შენახვა და ტექმომსახურების გაწევა ხორციელდება, ასევე პონტონურ გადასასვლელს ნიკონოროვკას მახლობლად და „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საწყობს მაკიევკაში, დონეცკის ოლქში.