სერგეი ლავროვი – ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს არ მალავს – ის მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად იქცა

ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს, ბრიუსელი მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდნენ. ისინი არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ გამოუვიდა“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით