რა თქმა უნდა, როზნერთან თანამშრომლობას “ლელოს” “ნაციონალური მოძრაობა” ურჩევდა – გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას “ლელოს” ნაციონალური მოძრაობა” ურჩევდა, რადგან მათ “საკუთარი გონება და გამბედაობა არ აქვთ”.
ცაგარეიშვილის განცხადებით, “ლელო” ისევ “ნაციონალური მოძრაობის” გაკვალულ გზაზე აპირებს სიარულს.
“რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” რჩევით დაიწყებდნენ თანამშრომლობას, რადგან თავისი ჭკუა, გონება და გამბედაობა ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, არ აქვთ. ისევ “ნაციონალური მოძრაობის” გაკვალულ გზაზე აპირებენ სიარულს. ოპოზიციურად გაწყობილი პარტიები სად მიიყვანა ამ გზით სიარულმა, ყველასთვის ნათელია. ეს ადამიანი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დღემდე თანამშრომლობს, ახლა სიტუაციას დასჭირდა, რომ ის წარმოეჩინათ “ლელოს” კონსულტანტად. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის რომელი ნაძარცვი ფულიდან თუ ქისიდან ექნებათ გადახდილი ჯამაგირი. ეტყობა, პირველი რჩევა, რომელიც მან ბატონ ხაზარაძეს მისცა, იყო ის, რომ ეყიდა “ფორდ მუსტანგი” და ამ მანქანით ევლო საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება