საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე 2025 წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­სა­ხელ­და.
GFF Awards 2025-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რაფ თბი­ლის­ში“ გა­ი­მარ­თა და 2025 წლის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მოვ­ლინ­დნენ:
2025 წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი ფეხ­ბურ­თე­ლი – ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია; 2025 წლის სა­უ­კე­თე­სო ქალი ფეხ­ბურ­თე­ლი – თე­ო­ნა ბაქ­რა­ძე; 2025 წლის ფუტ­სა­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე – გი­ორ­გი ღავ­თა­ძე; 2025 წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი – გი­ორ­გი კვერ­ნა­ძე; 2025 წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ჯი – გოგა კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი.
ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლებს ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძის მედ­ლე­ბი გა­და­ე­ცათ. 17-წლამ­დე სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი – საბა ავ­დო­ე­ვი („იბე­რია“ თბი­ლი­სი); ვერ­ცხლის მე­და­ლი – ლუკა შა­რი­ქა­ძე („დი­ან­მო თბი­ლი­სი“); ორ­ქოს მე­და­ლი – ან­დრია ბარ­თიშ­ვი­ლი („კოლ­ხე­თი“, ).
19-წლამ­დე სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი – ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი („იბე­რია“ თბი­ლი­სი); ვერ­ცხლის მე­და­ლი – გი­ორ­გი გვა­სა­ლია („დი­ნა­მო თბი­ლი­სი“) ორ­ქოს მე­და­ლი – საბა ხა­რე­ბაშ­ვი­ლი („დი­ნა­მო თბი­ლი­სი“).