“ერთად შევხვდეთ ახალ წელს რუსთაველზე!” – რა გეგმა აქვთ მოქალაქეებს 31 დეკემბერს

ერთად შევხვდეთ ახალ წელს რუსთაველზე – უწყვეტი აქციების მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, წინა წლის მსგავსად, 2026 წელსაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეხვდნენ.
ღონისძიება 31 დეკემბერს 23:00 საათზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც შეკრებილი საზოგადოება სინდისის პატიმრების გზანილებს მოისმენს, იქნება ხელოვანების გამოფენებიც და ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა პერფორმანსები. საახალწლო ღამეს დაანონსეულია მასშტაბური კონცერტიც.
შარშანდელი ახალი წელი განსაკუთღებულად მახსოვს. პირდაპირ შეიძლება, ვთქვა, რომ ასეთი ახალი წელი ალბათ არასდროს გვქონია, იმიტომ, რომ ეს იყო საოცრება ერთსულოვნების, ერთად ყოფნის, თავისუფლების და სიხარულისაც, ერთად ყოფნის ბედნიერების ერთად შეხვდრა რუსთაველზე. რა თქმა უნდა, ყველას გვერჩივნა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ვყოფილიყავით მისული ამ ახალი წლისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზეიმო მაინც გვაქვს ბევრი, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა, ამ პროტესტმა, საუკთარი უტეხობა აჩვენა, – ამბობს გვანცა ჯობავა.