არქტიკული ვეშაპების “სუნთქვაში“ სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს

მეც­ნი­ე­რებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე დრო­ნე­ბით კუ­ზი­ა­ნი ვე­შა­პე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა შე­აგ­რო­ვეს და შე­ის­წავ­ლეს.
“ამო­სუნ­თქვის“ დროს (რო­დე­საც ვე­შა­პე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სუნ­თქი ხვრე­ლე­ბი­დან წყალს მაღ­ლა ას­ხა­მენ) დრო­ნებ­მა წყლის შეგ­რო­ვე­ბა შეძ­ლეს, რომ­ლე­ბიც ვე­შა­პე­ბის ნერ­წყვსაც შე­ი­ცავ­დნენ. გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად მკვლევ­რებ­მა მა­სა­ლა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო ვირუ­სი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ კავ­შირ­შია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ვე­შა­პე­ბი­სა და დელ­ფი­ნე­ბის მა­სობ­რივ სიკ­ვდილ­თან.
· ლონ­დო­ნის კინგსის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ­მა ტერი დო­უსონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა „გარ­დამ­ტე­ხი“ ფაქ­ტო­რია ვე­შა­პე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად“.
„ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სტრე­სი­სა და ზი­ა­ნის გა­რე­შე და­ვაკ­ვირ­დეთ ცო­ცხალ ვე­შა­პებ­ში არ­სე­ბულ პა­თო­გე­ნებს, რაც კრი­ტი­კულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის სწრა­ფად ცვა­ლე­ბად არ­ქტი­კულ ეკო­სის­ტე­მებ­ზე,“ – თქვა მან.
მკვლევ­რებ­მა პირ­ვე­ლად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ პო­ლა­რუ­ლი წრის თავ­ზე ცირ­კუ­ლი­რებს პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლო ვე­შა­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც “ვე­შა­პი­სებ­რი მორ­ბი­ლი­ვირუ­სი“. და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბია და ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა დელ­ფი­ნებ­ში, ვე­შა­პებ­სა და ზღვის ღო­რებს შო­რის, რაც იწ­ვევს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს და მა­სობ­რივ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას.
ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რებს.
მკვლევ­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ აღ­მო­ჩე­ნა ხელს შე­უ­წყობს ოკე­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას და სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნას.
წყა­რო:
www.ambebi.ge