ადგილობრივ ბაზარზე ღვინის საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში სტაბილურად იზრდება

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში სტაბილურად იზრდება და 2025 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიეს, – ამის შესახებ “ კაპიტალის” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვაშო წერია.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე სწრაფად მზარდი კი წითელი ღვინის ფასია.
მიმოხილვის მიხედვით, საპირისპიროდ, ცქრიალა ღვინის სეგმენტში 2024 წლიდან საშუალო ფასების შემცირება ფიქსირდება და 2025 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს, 7.1 ლარს მიაღწია. ეს კი კონკურენციის გაძლიერებასა და პრემიუმ სეგმენტის სუსტ განვითარებაზე მიუთითებს.
გაყიდვები ძირითადად კონცენტრირებულია პირდაპირ და HoReCa არხებში.
ცნობისთვის, “ს” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ღვინის უდიდესი რაოდენობა 30 ლარამდე კატეგორიაშია.