მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა – მაია მელიქიძე

GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ „ანალიტიკა“–ში მომავალ წელს ხუდონის მშენებლობის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.
“მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა” – თქვა მაია მელიქიძემ.
მისი განმარტებით, რადგან ნამახვანჰესთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ საარბიტრაჟო დავაშია, ხუდონი შეიძლება იყოს ის მსხვილი პროექტი, სადაც ინვესტორების – მათ შორის, ევროპელი ინვესტორების – მოზიდვა იქნება შესაძლებელი.
დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტია გაჩერებულია.
მელიქიძე დიდი ხანია საუბრობს, რომ აუცილებელია ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონჰესის აშენება, რადგან მათ გრძელვადიანი სარგებელი ექნება.
„უნდა ავაშენოთ ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი – ეს საჭიროა,“ – განაცხადა მელიქიძემ.