მთავრობამ მცხეთის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს უცხოური გრანტის მიღებაზე თანხმობა მისცა.
როგორც მთავრობის შესაბამისი განკარგულებიდან ირკვევა, მცხეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გრანტი 26 476 ლარია, ჭიათურის მუნიციპალიტეტი 17 957 ლარს მიიღებს.
გრანტს ორივე მუნიციპალიტეტი ერთი და იმავე საჭიროებისთვის დახარჯავს.
თანხა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
ორივე მუნიციპალიტეტს გრანტს “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველო” მისცემს.
.




