საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

მეორე დღეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროგრამით გათვალისწინებული გადაცემები არ გადის. მათ შორისაა საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“, რომელიც 26 დეკემბრის 15:00 საათის შემდეგ ეთერში არ გასულა.
ტელევიზიამ განმარტება დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა“.
„ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 24-საათზე მეტია, რაც მხოლოდ სერიალები, ფილმები და რეკლამები გადის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!