უნაღდო გადახდების საშუალო ჩეკი ნოემბერში 17 ლარს გაუტოლდა – დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია

„ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია“, – წერია „ს“ ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვიდან ასევე ვიგებთ, რომ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია.
დოკუმენტის მიხედვით, ნოემბერში ჯამური დანახარჯების 66% სამომხმარებლო საქონელზე მოდიოდა.
„2025 წლის ნოემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, ბანკის არხებით, წლიურად, შესაბამისად, 22% და 19%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, ბანკის არხებით გაწეული ჯამურ უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 88% და 12% შეადგინა.
მიმდინარე წლის ნოემბერში, სურსათზე დანახარჯების წილი თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 25%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 14%-ს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯებში წლიური 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10% შეადგინა“, – წერია ბაზრის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ჯამური დანახარჯებში სამომხმარებლო საქონლის წილი სავარაუდოდ აიხსნება შავი პარასკევითა და სეზონური ფასდაკლებებით.
„2025 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 66 % და 34% შეადგინა . სამომხმარებლო საქონლის გაზრდილი წილი სავარაუდოდ აიხსნება შავი პარასკევითა და სეზონური ფასდაკლებებით.
ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 38% შეადგინა“, – წერია “თიბისი კაპიტალის” პუბლიკაციაში.