სუს-ი – მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას: გვაქვს ნებაც და საშუალებაც, ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას – გამოიტანონ სათანადო დასკვნები ჩვენ მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე

მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას: გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების მიზნით.
„ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების მიზნით. კიდევ ერთხელ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვინც კი განიზრახავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები პირადი კორუფციული გეგმებით დააზიანოს – ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, რომ ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!