Reuters – ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტაილანდისა და კამბოჯის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და მხარეები სიტუაციის ხანგრძლივ გადაწყვეტაზე იმუშავებენ.
„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მომავალი გადაადგილების გარეშე შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი განლაგება შენარჩუნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროცესის მიმდინარეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სადამკვირვებლო ჯგუფი დააკვირდება.
შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე თვის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 101 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!