თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე იმსჯელებს, თუ რა აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება ბაჩო ახალაიას.
პროცესს ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.
ასევე, პროკურატურის მოთხოვნით ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის პროცესი დაატოვებინეს, რადგან პროკურორ ვაჟა თოდიას თქმით, აღნიშნულ საქმეში მას მოწმის სტატუსი აქვს.
ამ წუთას კი სასამართლო სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობას განიხილავენ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!