რუსების მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
უკრაინის დედაქალაქის მერის განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შემდეგ კიევში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იწვის.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, მაშველები ერთ ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.
ასევე, დარნიცკის რაიონში ხანძარი კერძო სახლებსაც გაუჩნდა.
მაშველებმა ხანძრის გავრცელების რისკის გამო მოხუცთა თავშესაფრიდან 10 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.




