ანი ნადარეიშვილი – როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით

როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს.
აღნიშნულის შესახებ ნადარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„როცა ბოკერიას ცოლს, ნინო ჯღარკავას და ლადო სადღობელაშვილს ერთნაირად გაუხარდათ ბაჩოს დაკავება და ერთნაირად ეწყინათ ჩემი გათავისუფლება, როგორც მინიმუმ უხერხული უნდა იყოს მისი პატარა ბაბლისთვის.
როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით“, – წერს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი