შაბათს ღამით, რუსეთმა ზე საჰაერო იერიში მიიტანა – 5 ადამიანი დაშავდა კიევში

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს და სამიზნედ რამდენიმე რეგიონი აირჩიეს, მათ შორის ჩერნიგოვი, მიკოლაივი, ხარკივი და ჟიტომირი.
აფეთქებები და ხანძრები რამდენიმე ლოკაციაში დაფიქსირდა, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, სადაც მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე რამდენიმე აფეთქების შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობდა.
კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ს სამხედრო გუბერნატორმა მიკოლა კალაშნიკმაც Telegram-ზე განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინული მედიის ცნობით, გამოყენებულ იარაღს შორის ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტებიც იყო, ხოლო სამიზნედ, სავარაუდოდ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იქცა.
ს სრულმასშტაბიან შეჭრას 2022 წლის თებერვლიდან ებრძვის.
ფორუმი