გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მეცის“ გარემარბით გიორგი წიტაიშვილით „ნაპოლი“, „ვილიარეალი“, „ლიონი“, „ლილი“ და „ლაციო“ დაინტერესდნენ. სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური თავის „ტვიტერზე“ წერს, რომ ხუთივე კლუბმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები და შეიძლება მან გუნდი გამოიცვალოს.
კლუბებისთვის წიტაიშვილი თავისი პროგრესით, პერსპექტივით და იმითაა მიმზიდველი, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და უნდათ უფასოდ ჩაიგდონ ხელში. აი, რას წერენ იტალიური და ფრანგული გამოცემები.
The Laziali: „წიტიშვილი სეზონის ბოლოს საბოლოოდ დატოვებს კიევის „დინამოს“, მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის „ლაციოა“. თანანაკრებელი გიორგი მიქაუტაძე ცდილობს ის დაარწმუნოს, რომ „ვილიარეალში“ გადავიდეს. სჭირდება კი გიორგი „ლაციოს“? რომაელთა შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, კლაუდიო ლოტიტოსთვის (პრეზიდენტი) და ანჯელო ფაბიანისთვის (სპორტული დირექტორი) ეს მაცდუნებელი შესაძლებლობაა. თუმცა, მათ ორი მარცხენაფლანგელი შემტევი ჰყავთ. თუ გუსტავ ისაკსენის და მატეო კანჩელერის შენარჩუნება მოახერხეს, სხვა პოზიციების გაძლიერების საშუალება მიეცემათ“.
Spazio Napoli: „კიევის „დინამოდან“ „მეცში“ იჯარის წესით მოთამაშე წიტაიშვილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ბევრისთვის ცნობილი არაა, თუმცა ძალიან კარგი პოტენციალის მქონეა და ბოლო წლებში ევროპაში დიდი გამოცდილება მიიღო. თან მისი ტრანსფერი დაბალ ფასშია განხორციელებადი. ვინ იცის, იქნებ იტალიაში გააგრძელოს კარიერა, სადაც მისმა თანამემამულე კვარცხელიამ წარუშლელი კვალი დატოვა“.
Football Club de Marseille: „პსჟ-სთან წიტაიშვილის ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩა. ენერგიულმა, ბრძოლებში გამორჩეულმა და ტექნიკურმა ქართველმა ლიგა 1-ში ადაპტაციის შემდეგ თავისი კლასი აჩვენა. ახლა ბევრი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავისუფალი აგენტი გახდება, რაც ლოგიკურია. კარგ ფორმაში იმყოფება და ნაახალწლევს მისი მომავალი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს“.
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო




