რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს ახალგაზრდულ სახლს ეწვივნენ. სტუმრებმა 17 მოზარდს ტკბილეულის 20 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდულ სახლს საქართველოს საპატრიარქო კურირებს.
„ახალგაზრდული სახლის დირექტორმა, მარიამ გელაშვილმა აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




