კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ბავშვია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად კიევში გაჩნდა ხანძარიც.
“ამჟამად დედაქალაქში, სოლომიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. კერძოდ, ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ზომებს ერთ დაზარალებულზე. და ერთს, 13 წლის ბიჭს, ადგილზე დაეხმარნენ”, – ამბობს კლიჩკო.
ასევე ნახეთ:
· საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე | აფეთქებების ხმა ისმის კიევში