სექტემბრიდან მოყოლებული შეუჩერებლად მუშაობ. სტრესული გარემო სამსახურის მიღმაც არ განებებს თავს და შენს ყოველდღიურობაში იჭრება. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გადაიღალე და ეს შენს პროდუქტიულობაზეც აისახება?
საბედნიეროდ, ახალი წელი კარს მოგვადგა და შვებულების დღეები გელოდება წინ, რაც ნიშნავს, რომ…
მოგზაურობის დროა!!!
მოგზაურობა ხომ განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რამდენიმე დღით შეგიძლია, ყველაფერი დაივიწყო და პარალელურ რეალობაში გადაინაცვლო. ახალი ადგილები ნახე ან უკვე კარგად ნაცნობი ლოკაციები მოინახულე თავიდან, რომლებმაც თავის დროზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და კიდევ გახსენებენ თავს. მთავარია, ცოტა ხნით შენს ყოველდღიურობას მოწყდე, გაიხსენო, ვინ ხარ და რისი კეთება გიყვარს. ეს დაგეხმარება, რომ ახალი წელი აღდგენილი ენერგიით დაიწყო.
ზამთრის სეზონზე მოგზაურები ძირითადად ორ მიმართულებას ირჩევენ – სათხილამურო კურორტებს ან საშობაო ბაზრობებით განთქმულ ქვეყნებს. თუ სრიალი გიყვარს, შეგიძლია, ალპებს ესტუმრო ან ჩრდილოეთის ციალის ფონზე ფიორდებზე იქროლო. ახალი წლის სეზონი რომ უკეთ შეიგრძნო, განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა დაგხვდება ჩეხეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ბელგიაში… ევროპის ეს ქვეყნები ქართველ მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან წელიწადის ამ დროს მართლაც განსაკუთრებულად ლამაზია და თან შორიც არ არის, ამიტომ გამგზავრებას უპრობლემოდ შეძლებ მინიმალური ხარჯით.
თუ გსურს ზამთრის სუსხს გაექცე, მაშინ, აჯობებს, გეზი თბილი ქვეყნებისკენ აიღო. ეგვიპტე, დუბაი, აბუ-დაბი, ტაილანდი, არგენტინა – საუკეთესო ადგილებია რელაქსაციისთვის და გასართობად. აქ ნამდვილად დაუვიწყარი ახალი წლის დღეები გელოდება.
მოგზაურობის დროს აუცილებლად დაგჭირდება გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც თან უნდა იქონიო – პასპორტი, ბილეთები, სამოგზაურო დაზღვევის ასლი, ჯავშნის დამადასტურებელი მოწმობა. იმის მიხედვით, სად მიემგზავრები, დამატებით სხვა საბუთებიც შეიძლება დაგჭირდეს. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად წაიღე ყველა აუცილებელი მედიკამენტი. თუ ექიმის დანიშნულება გჭირდება, არ დაგავიწყდეს შესაბამისი საბუთიც თან გქონდეს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში აუცილებლად დაგჭირდება როუმინგის გააქტიურება.
mobineX-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ქართული წარმომავლობის კომპანიაა, რომელიც ქართველ აბონენტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სწრაფ და ხარისხიან როუმინგ ინტერნეტს სთავაზობს. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე – ულიმიტო პაკეტებს და ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.
მოგზაურობის დრო მოვიდა! დროა, შენი შემდეგი გასვლა დაგეგმო. მოიფიქრე, ამჯერად საით აიღებ გეზს. სათხილამურო კურორტზე გსურს წასვლა, საშობაო ბაზრობებსა და ციმ-ციმა განათებებით მორთულ ქუჩებში სეირნობა, თუ ზამთრის სუსხისგან მოშორებით, თბილ ქვეყნებში დასვენება და რელაქსაცია. მაქსიმალურად გამოიყენე ზამთრის დასვენების დღეები და მოიწყვე დაუვიწყარი შვებულება სახლიდან შორს.




