ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ნაპოლი” გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ ხელფასს შესთავაზებს.
“პარტენოპეის” მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი იტალიელი დამრიგებელის მუშაობით ძალიან კმაყოფილია და მასთან თანამშრომლობა კიდევ დიდი ხნით სურს.
ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულებით ის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის რიგებში 2027 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ანტონიო კონტემ ნეაპოლიტანური კლუბი 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა და პირველსავე სეზონში გუნდი იტალიის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით “ნაპოლიმ” ცოტა ხნის წინ იტალიის სუპერთასი მოიგო.
საერთო ჯამში, კონტეს ხელმძღვანელობის პერიოდში “პარტენოპეიმ” ყველა ტურნირზე 65 მატჩი ჩაატარა, 41 მოიგო, 12 ფრედ ითამაშა და 12 წააგო.
რასპადორი მალე შეიძლება “რომაში” გადავიდეს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ – აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
“ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე” – ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
“ჩვენი სტადიონი “დიეგო მარადონა” ნაგავსაყრელია!” – “ნაპოლის” პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ნერესმა “ნაპოლის” იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
კონტეს პირადი მოთხოვნით – “ნაპოლის” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია – აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს – მაკტომინეი, “ნაპოლი”, კონტე
კონტე: “ყარაბაღთან” გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
კონტე ტურინშია – ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
ნამდვილად დე ლაურენტისია? – “ნაპოლის” პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის – დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
რასპადორი მალე შეიძლება “რომაში” გადავიდეს




