ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან – ადვოკატი

რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, – ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალაიას რაიმე დანაშაულთან გაიგივება ღიმილის მომგვრელია.
„რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, შესაბამისად, მისი უბრალოდ კავშირის არსებობა, რაიმე დანაშაულთან გაიგივება, ისეთი საკითხია, რომ შეიძლება გაგეღიმოს ადამიანს. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს? მე არ მესმის.
WIFI ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ WIFI-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში WIFI-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ WIFI აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ WIFI-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი,“ – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით – ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს “პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე” 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“