ორბელიანების მოედანზე ხანძარი იყო, დამწვარია რამდენიმე მანქანა

26 დეკემბერს გამთენიისას თბილისში ორბელიანების მოედანზე ხანძარი იყო.
ხანძარი ავტომობილების პარკირების ადგილზე გაჩნდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.
მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.