„ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება“ – ზელენსკი უახლოეს დღეებში ტრამპს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე – პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?