უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ცოტა ხნის წინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხეა, ხოლო მურმანსკის და კალუგის რეგიონების აეროდრომებიდან აფრინდა Tu-22M3 რაკეტმზიდები.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სვიატოშინსკის რაიონში მანქანები დაიწვა. მან მოქალაქეებს მოუწოდა არ დატოვონ თავშესაფრები.