აშშ-ში დანაშაულისთვის დაკავებულ „უარესთა შორის უარეს“ უცხოელებს შორის ქართველებიც არიან

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებული უცხოელების, „უარესთა შორის უარესების“ განახლებული სია. მათ შორისაა მარიხუანის გაყიდვისა და ნარკოტიკების ფლობისთვის მსჯავრდებული საქართველოს ორი მოქალაქეც.
განახლებულ ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 11 თვეში დაკავებული უცხოელები. მათ შორის არიან მსოფლიოს 165 ქვეყნის, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები.
ბაზაშია უკრაინის 27, სომხეთის 22, რუსეთის 18, აზერბაიჯანის 3, ყაზახეთის 3, ყირგიზეთის 2, ბელარუსის 2 და მოლდოვის 1 მოქალაქეც.
„უარესთა შორის უარესების“ ბაზაში არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებიც. ყველაზე მეტი – 85 რუმინეთის მოქალაქეა. 8 – საფრანგეთის, ამდენივე პოლონეთის, 7 – პორტუგალიის, 6 – ესპანეთის, 5 იტალიის, 3-3 გერმანიისა და ესტონეთის, 2-2 საბერძნეთისა და უნგრეთის. ბაზაში თითო მოქალაქეა ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ბაზას თან ახლავს ტექსტი, რომ მინისტრ ნოემის ხელმძღვანელობით ამ სამინისტროსა და მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას და ახორციელებენ მასობრივ დეპორტაციას, დაწყებული „უარესთა შორის უარესებით“, რომლებიც ამ ბაზაში არიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)