ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ორბელიანის მოედანზე, რამდენიმე მანქანას დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გვიან ღამით, პარკირებულ მანქანას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე გაითიშა ელექტროენერგია.