-მა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძლიერი დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, -მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა.
აშშ-ის ლიდერმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს“.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ის ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლიერია.
აშშ-ის აფრიკის სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები სოკოტოს შტატში ნიგერიასთან კოორდინაციით განხორციელდა. ამასთან, ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”