მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე, ყალბი განცხადებები გაავრცელა. მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა და მიიმალა.
სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.