დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი ჩატარდა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი ჩატარდა
ტურნირი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა თექვსმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის გამარჯვებული, გოგონებშიც და ვაჟებშიც, 155-ე სკოლა გახდა. შეჯიბრების მიმდინარეობისას, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები.
გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ქევხიშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ ბოკერიამ თასებით, მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა

4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზატორებს ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობით, ეგონათ, რომ ამას ინტერნეტაპლიკაციებით მოახერხებდნენ, თუმცა სუს-ის ფილიგრანული მუშაობით ყველაფერი გამოვლენილი და აღკვეთილია