გადავწყვიტეთ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შევქმნათ ახალი სისტემური არქიტექტურა და კომუნიკაცის ინსტიტუცია, “საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი” – ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი
მდგომარეობის მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შევქმნათ ახალი სისტემური არქიტექტურა და კომუნიკაცის ინსტიტუცია, “საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი” – ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი.”- ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში.
“ეს აუცილებელი მიმართულებაა, რომ ქვეყნის უმაღლეს მართველთ უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ საზოგადოებასთან და მომზადდეს გადწყვეტილებები საზოგადოების მიერ წამოწეული პრობლემების მოსაგვარებლად! ეს არ არის ვინმესთან დაპირისპირება და პოლიტიკური პროცესი, ეს არის საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და პროფესიონალურ დონეზე მომზადებული, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიწოდების საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის და მთავრობისთის! ეს ემსახურება , მოქალაქეების და ქვეყნის პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, მართველობითი სისტემის დახვეწას და სახელმწიფოს გაძლიერებას!
საზოგადოების პრობლემებისა და ინიციატივების განსახილველად იქმნება ცენტრის სათათბირო, სადც შევლენ საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეები და კვლევითი-საექსპერტო ინსტიტუტი, სადაც მოწვეულ იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები , რმლებიც მოამზადებენ, სათათბიროს მიერ განსაზღვრულ პრობლემების მოგვარებისთის, გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებების პროექტები დამტკიცდება სათათბიროზე და მიეწოდება ბიძინა ივანიშვილს, პრემიერს, პარლამენტის თამვჯოდომარეს და პრეზიდენტს.
ცენტრის საზოგადოებრივი სათათბიროს წევრთა შერჩევისთის გთხოვთ დაასახელოთ ის პირები, რომელსაც ენდობით და მიგაჩნიათ, რომ შეძლებენ საზოგადოების ინტერესების წარმოჩენას, ხოლო კვლევითი ინსტიტუტისთვის ის პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება ქვეყნისთის საჭირო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებისთვის!
რეგიონებში, მუნოციპალურ პრობლებზე მუშაობისთვის შეიქმნება ადგილობრივი საზოგადოებრივი სათათბიროები, ამასთან დაკავშირებითაც მისასალმებლია ინიციატივის გამოჩენა.
ასევე შეიქმნება ღია ინტერნეტ პლატფორმა, პრობლემებისა და ინიციატივებების დაფიქსირებისა და რეაგირებისათვის!
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ახალი ინსტიტუციონალური არქიტექტურის შექმნაში თანამონაწილეობა!
გთხოვთ, მომწეროთ თქვნი მოსაზრებები და კანდიდატები! მაქსიმალურად გააზიარეთ, რომ ინფორმაციის მიმღები მეტი ადამიანი იყოს და ჩაერთოს პროცესში!'- წერს ლევან მამალაძე.




