უკრაინაში ომი გრძელდება – აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში საჰაერო განგაშია ჩართული

უკრაინაში ომი გრძელდება – ამ წუთებში საჰაერო განგაშია ჩართული აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, სულ დაფიქსირდა 186 აფეთქება. სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით, მოიერიშე დრონები დაფიქსირდა.
საჰაერო თავდაცვამ, გასული დღე ღამის განმავლობაში, 8 “შაჰედის” ტიპის დრონის ჩამოგდება შეძლო.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, ოკუპანტების 47 იერიში მოიგერიეს 6 მიმართულებით. ჯამში 53 შეტაკება განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ