„პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ გიორგი წიტაიშვილით „ლიონი“, „ლილი“, „ლაციო“ და „ვილიარეალი“ დაინტერესდნენ – ფრანგული გამოცემა

„პარი სენ-ჟერმენთან“ კარგი თამაშის შემდეგ გიორგი წიტაიშვილით ევროპის გამორჩეული კლუბები დაინტერესდნენ, – „მეცის“ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს.
„„მეცის“ ქართველი გარემარბი, რომელიც ს „დინამოდან“ ფრანგულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, მომავალი წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება. სწორედ ამ ფაქტორმა და პარიზელთა წინააღმდეგ ნაჩვენებმა მაღალი დონის თამაშმა კლუბების ყურადღება მიიქცია.
13 დეკემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში წიტაიშვილი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა. ლიგა 1-თან ადაპტაციის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა და გულშემატკივართა სიმპათიაც დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილს კონტრაქტი კვლავ აკავშირებს ს „დინამოსთან“, ზაფხულში მისი უფასოდ დამატების პერსპექტივა ბევრ კლუბს იზიდავს – საფრანგეთში მას „ლიონი“ და „ლილი“ აკვირდებიან, ინტერესს იჩენენ რომის „ლაციო“ და ესპანური „ვილიარეალი“, – წერს გამოცემა.
ფრანგული „მეცის“ რიგებში მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა 16 შეხვედრა ჩაატარა.