„ფრინველის გრიპის აფეთქების გამო, პრევენციის მიზნით, კიდევ 100 000 ფრთა ქათმის განადგურება მოგვიწევს“ – ნიდერლანდების სამომხმარებლო პროდუქტების უვნებლობის ორგანო

„ფრინველის გრიპის აფეთქების გამო, პრევენციის მიზნით, კიდევ 100 000 ფრთა ქათმის განადგურება მოგვიწევს“ – ნიდერლანდების სამომხმარებლო პროდუქტების უვნებლობის ორგანო
ნიდერლანდებში, ფრინველის გრიპის აფეთქების გამო, კიდევ 100 000 ქათამი დაიხოცება.
ნიდერლანდების სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქტების უვნებლობის ორგანომ განაცხადა, რომ ფრინველის გრიპი ლიმბურგის პროვინციის ვოულის მუნიციპალიტეტში მდებარე ქათმის ფერმაში დადასტურდა, მათი თქმით, ფრინველის დახოცვა გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდება.
მედიის ცნობით, ეს რეგიონში ამ კვირაში მეორე შემთხვევაა – გასულ შაბათ-კვირას ფრინველის გრიპი დადასტურდა ერთ-ერთ სოფელში მდებარე ინდაურის ფერმაში, რის შემდეგაც ფრინველები დახოცეს.
ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო, ნიდერლანდებში დეკემბრის დასაწყისიდან ფრინველის ბაზრობები და გამოფენები აიკრძალა.
მედიის ცნობით, ფრინველის გრიპის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა გერმანიაში, ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
1tv.ge