-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენში

აშშ-ის და ბრიტანეთის არმიებმა 22 იანვარს დაბომბეს მრავალი ობიექტი, რომელსაც იემენში იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორი მოკავშირე კოორდინირებულ, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს მეამბოხეთა სარაკეტო დანადგარებზე.
ანონიმურობის დაცვის პირობით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ -მა და ბრიტანეთმა გამოიყენეს საბრძოლო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის რაკეტები, ჰუთების სარაკეტო საწყობების და გამშვებების გასანადგურებლად.
ათიოდე დღის წინ აშშ-ის და ბრიტანეთის ერთობლივმა დარტყმებმა მიზანში ამოიღო 28 ადგილას განთავსებული 60-ზე მეტი სამიზნე.
ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)