იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ „ინტერთან“ 0:1 დამარცხდა.
ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია მეურვეებს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. მე-60 წუთზე სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მწვრთნელმა მაცარიმ 70-ე წუთზე ხვიჩა გაეტანოთი შეცვალა. დარჩენილ დროში „ნერაძური“ შტურმზე გადავიდა და მარტინესმა კომპენსირებულ
დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 იანვარს სერია A-ში რომში „ლაციოსთან“ ჩაატარებს, რომელსაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ნაპოლი – ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (90+1)
გაძევება: სიმეონე (60, ნაპოლი)