ნოემბერში საბანკო სესხები 68.97 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 944.67 მილიონი ლარით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62%-ით მეტი).
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა.
ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.58%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.96 %-ით მეტი).
2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 444.53 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 35.97 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.02 პროცენტული პუნქტით).
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.