როგორ აღადგენს ფერმენტალი ნაწლავის მიკროფლორას?
ფერმენტალი ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვებში მცირე ასაკიდან, ასევე მოზრდილებში. ის პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დისბაქტერიოზის და მისი სიმპტომების სამკურნალოდ. ფერმენტალით მკურნალობენ ასევე: ანტიბიოტიკოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულ დისბაქტერიოზს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს (ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში), მალაბსორბციის სინდრომს, მწვავე ნაწლავურ ინფექციებს (დიზენტერია, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია) და იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებს.
ფერმენტალი არის კომბინირებული მედიკამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მრავალფეროვანი ნივთიერებები შედის. თითოეულ ნივთიერებას აქვს განსხვავებული ფარმაკოლოგიური თვისებები და შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ადამიანის ნაწლავის დარღვეული მიკროფლორის დარეგულირების პროცესში.
ფერმენტალის შედგენილობაში შედის კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები, B ჯგუფის ვიტამინები და ალოე ვერა. უფრო კონკრეტულად, მისი თითოეული კაფსულის შედგენილობაში შედის აქტიური კომპონენტები – Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus, Streptococcus thermophilus, Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus rhamnosus, ვიტამები – B1, B2, B6, B12 და ალოე ვერა.
განვიხილოთ თითოეული ნივთიერების როლი ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგების პროცესში.
უპირველეს ყოვლისა, გასტრო-რეზისტენტული რძემჟავა ბაქტერიები არ იშლებიან კუჭის მჟავე გარემოში, დროის მოკლე პერიოდში აღწევენ ნაწლავებამდე და აღადგენენ ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
ბაქტერიები Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus და Lactobacillus bulgaricus კი ნორმალური ნაწლავური ფლორის წარმომადგენლებია და ისინი არეგულირებენ და ინარჩუნებენ ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, უზრუნველყოფენ მის ფუნქციონირებას, ხელს უშლიან პირობით-პათოგენური და პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას, ასტაბილებენ პერისტალტიკას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში, რის შედეგადაც მცირდება გაზების წარმოქმნა.
ბაქტერია Lactobacillus rhamnosus ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რაც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ.
რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, ისინი ავსებენ ნაწლავების ფიზიოლოგიური წონასწორობის დარღვევის შედეგად განვითარებულ ვიტამინების დეფიციტს და ამვდროულად, უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის წონასწორობის აღდგენას.
ალოე ვერას როლი გამოიხატება იმაში, რომ იგი აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აკონტროლებს ნაწლავური მოკროფლორის განვითარებას, ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების და სოკოების განვითარებას.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმენტალის მიღების შემდეგ არ ვლინდება გვერდითი მოვლენები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მედიკამენტისა და მისი შემადგენელი ნივთიერებების უსაფრთხოებაზე.



