ხატია დეკანოიძე ლილუაშვილ- გვანცელაძის სავარაუდო კორუფციულ სქემას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბაგა ბაღებისთვის განკუთვნილიფულსაც კი იპარავდნენ, კონკრეტულად კი, თავად ქართული ოცნებისვე პროკურატურის მიხედვით, გამოძიება საუბრობს კორუფციულ სქემაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მერიის თანამშრომლები.
“კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებიდან ფულის მოპარვა, ფაფას, წიწიბურას და კარაქს რომ ჭამდა, ამ ბავშვებს პარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მაინტერესებს, როდის დაიჭერენ კალაძეს? იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე და როდესაც ამბობს კალაძე, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან მე არ შემიძლია ყველას კონტროლი, მაშინ როგორ შეუძლია იმ ადამიანების კონტროლი და გაგდება სამსახურიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს? ზოგადად “ოცნების” რეჟიმი ძალადობის, კორუფციის და ქაოსის რეჟიმია”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.




